Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი- რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

თარიღი : 2-08-2016, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს. 4-ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად კი ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.

სეთურიანის განცხადებით, დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.

ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად კი 50-მდე გვირაბისა და ამდენივე ხიდის აშენებაა საჭირო.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ავტობანი მაქსიმუმ სამ წელიწადში გაკეთდება. ჯავახიშვილმა განმარტა, რომ მონაკვეთი დაყოფილია ოთხ ლოტად (F1, F2, F3, F4). პირველი ლოტის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეორე, მესამე და მეოთხე ლოტებს კი “აზიის განვითარების ბანკი” “აზიის საინვესტიციო ბანკთან” ერთად.

“მომავალ წელს სამუშაოები უნდა დავიწყოთ. რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი. ეს იქნება მაქსიმუმ 30 თვე და ჩვენ უკვე გვექნება რიკოთზე ავტობანი” – განაცხადა ჯავახიშვილმა.

,,გზების მშენებლობა სხვა მიმართულებითაც იგეგმება. კერძოდ, აშენდება: საირმე – აბასთუმნის დამაკავშირებელი მოკლე გზა, იმერეთიდან რაჭასთან დამაკავშირებელი გზა, გოდერძის უღელტეხილზე გზა, სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზა და ასევე ყაზბეგი – ხევსურეთი – თუშეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი, ექსტრემალური გზა,"-ამბობს ჯავახიშვილი.

bfm.ge


ნანახია: 2901-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული
სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ გზას დიდი მნიშვნელობა ექნება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

ამინდი