ქუთაისს ელექტროენერგია დილიდან შეფერხებით მიეწოდება
თარიღი : 10-11-2013, 17:00 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის უბნებს ელექტროენერგია დილიდან შეფერხებით მიეწოდება. "ენერგო პრო –ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეონა გეგუაჩაძის თქმით, ჭომის უბანში ერთ-ერთი ფიდერი გაითიშა, საფიჩხიას უბანში კი კაბელია დაზიანებული.
"საგანგაშო არაფერია, მცირე დაზიანება მოხდა და ქუთაისის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს, რომელსაც ელექტროენერგია დროებით არ მიეწოდება, დენის მიწოდება სულ რამდენიმე საათში აღუდგება", - განაცხადა გეგუჩაძემ.
"საგანგაშო არაფერია, მცირე დაზიანება მოხდა და ქუთაისის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს, რომელსაც ელექტროენერგია დროებით არ მიეწოდება, დენის მიწოდება სულ რამდენიმე საათში აღუდგება", - განაცხადა გეგუჩაძემ.