Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ

თარიღი : 1-08-2016, 15:33 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ფულადი ჯარიმის მიუხედავად, გარკვეული აფთიაქები მაინც განაგრძობენ უკანონოდ წამლის გაცემას, ამიტომ ახალი რეგულაციების დაწესების აუცილებლობა გაჩნდა, რაც საკანონმდებლო ცვლილებას არ საჭიროებს.

"არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში, ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის. ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ახალ რეგულაციას ჯანდაცვის მინისტრი მთავრობას დასამტკიცებლად 3 აგვისტოს წარუდგენს.


ნანახია: 1029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.
ქართული ფარმაცევტული ბაზარი ჯერაც დაურეგულირებელია, შედეგად მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სავსებით სამართლიანად
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი