Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომარ ნიშნიანიძე:ქუთაისის მერიიდან არჩევნების წინ თანამშრომლების გათავისუფლება არამომგებიანი იქნებოდა

თარიღი : 10-11-2013, 15:11 | კატეგორია: პოლიტიკა, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის თქმით, ქუთაისის მერიაში ძირეული რეორგანზიაცია ვერ მოხდებოდა, რადგან წინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და გათავისუფლებულ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს ხელისუფლება ვერ გაანაწყენებდა. ამის შესახებ,ნიშნიანიძემ რადიო "ძველი ქალაქის" გადაცემა "რადიაქციაში" საუბრისას განაცხადა.

"არჩევნების წინ მერიაში ძირეული რეორგანიზაცია რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამ ადამიანების გათავისუფლება ჩვენ პარტიას მოაყენებდა დარტმას. ოპონენტები ამბობენ, რომ 700 ადამიანიდან 200 უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ამ 200 ადამიანის მიღმა დგას მისი ოჯახები და ეს არჩევნების წინ დამეთანხმებით, რომ არამომგებიანი იქნებოდა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დღეის მონაცემებით, 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, 2005 წელს კი ეს რიცხვი 300-ს შეადგენდა.


ნანახია: 2551-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ომარ ნიშნიანიძის თქმით, ის მზად არის, „ქართული ოცნების“ მუშაობაში ჩაერთოს და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში
ნიშნიანიძის თქმით, მას ახალი სამსახურისთვის საკმარისი რესურსი აქვს.
ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.
ომარ ნიშნიანიძის თქმით, მის მიერ გამართულმა ბრიფინგმა შედეგი გამოიღო.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნიშნიანიძემ განუცხადა.
ნიშნიანიძის თქმით, ის სამსახურში კვირის ბოლომდე გამოცხადდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი