Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს საკმარისი ავტორიტეტი არ აქვს"

თარიღი : 10-11-2013, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის თქმით , მამუკა მღვდელაძეს ქალაქის საკრებულოში ავტორიტეტი არ აქვს და მან ფრაქციაში, მის ირგვლივ მხოლოდ 4 დეპუტატის შემოკრება მოახერხა. ამის შესახებ, ქობულაძემ რადიო "ძველი ქალაქის" გადაცემა "რადიაქციაში" საუბრისას განაცხადა.

"მაშინ, როცა არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ქუთაისის საკრებულოში ასეთი სურათი იყო: 21 "ნაციონალი" დეპუტატი, 3 - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი, ერთი კი - "ახალი მემარჯვენეების". მაშინ "მემარჯვენეების" წარმომადგენელს კოალიციის შიგნით დაავალეს, რომ თუ შეძლებდა, ქალაქის საკრებულოში მყოფი დეპუტატები ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გაეწევრიანებინა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, რადგან არასაკმარისი ავტორიტეტი აქვს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყოფილმა "ნაციონალებმა" თავი შეაფარეს "პატრიოტთა ალიანსს" და ახლა გვესაუბრებიან, თითქოს "ნაციონალები" არასდროს ყოფილან", – განაცხადა ქობულაძემ.


ნანახია: 2614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმპიჩმენტით გადაყენებული ყოფილი მერის ბესიკ ბრეგაძის თქმით, ქალაქის საარებულოში უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია ცდილობს პირადი
მამუკა მღვდელაძის პასუხი, ლეიბორისტულ პარტიას.
ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები საკრებულოში ახალ ფრაქციებს ქმნიან. ყოფილი „პატრიოტები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ თევდორაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის მიერ მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო

ამინდი