Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უნიკალურობით ცნობილი სოფელ ძეძილეთში მდებარე სათევზიის კარსტული მღვიმე

თარიღი : 31-07-2016, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. ამჯერად ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში მდებარე მღვიმეზე გიამბობთ.


სათევზიის კარსტული მღვიმე მდებარეობს ზღვის დონიდან 235 მეტრზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში. გამომუშავებულია ცარულ კირქვებში. პერიოდული წყლიანი მღვიმის ქვედა სართული დამარხულია მდინარე ცხენისწყლის რეგრესიული აკუმალაციით შექმნილი ალუვიონით. მღვიმის თანამედროვე შესასვლელი მდინარე ცხენისწყლის მაღალი გამოზიდვის კონუსის დროსაც ალუვიონით იყო ამოქოლილი. საწყისი მონაკვეთი სამხრეთ- აღმოსავლეთისაკენაა მიმართული, რომელიც 120 მეტრის შემდეგ მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისაკენ. შუა ნაწილში 12 მეტრი სიღრმის კარსტული ჭა არის ჩამოყალიბებული, რომლის ფსკერი სიფონურ ტბას უკავია. მომდევნო 100 მეტრის სიგრძის დერეფანი გაუვალი ნაპრალით იხშობა, ფსკერის ფართობი დაახლოებით 2600 მ-ია, ხოლო მღვიმის საერთო მოცულობა 7100 მ.
http://www.picz.ge/img/s4/1607/31/c/cb72a0f4b048.jpg

http://www.picz.ge/img/s2/1607/31/f/fad85573c41c.jpg


სათევზიის კარსულ მღვიმე სტატიურია. ის პერიოდული ნაკადების მოქმედების ზონაში იმყოფება. მღვიმის ბოლო მონაკვეთში მცირე სიღრმის რამდენიმე ტბაა შეგუბებული. ძირითადად ადვილი გასავhttp://www.picz.ge/img/s3/1607/31/6/6c28a731d394.jpgლელია. ტერიტორია გამოკვლეულია გეოგრაფ კარლო ლიფონავას მიერ 1985-1986 წლებში. სპელეოლოგებისა და მედიკოსების მიერ დადგინდა მისი უნიკალურობა, როგორც ბუნებრივი ძეგლის ისე სამკურნალო თვალსაზრისით. მღვიმის დარბაზებში უხვადაა სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტბები და სხვა.

"მღვიმისკემ მისასვლელი გზა იწყება მდინარე ცხენისწყალზე არსებულ ბონდის ხიდიდან, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, რამდენიმე ადგილას მიწისქვეშა მდინარე გამოედინება, შემდეგ გზა მიემართება მშრალ ხეობაში, სადაც საინტერესო კირქვული რელიეფია, ერთ მონაკვეთზე წარმოდგენილია თაღოვანი ბუნებივი ხიდი, სადაც დაახლოებით 0,5 მეტრი სიმაღლის და 1 მეტრი სიგანის მდინარის მშრალი კალაპოტია წარმოდგენილი. მდინარის მშრალ ხეობაში ასებული ბილიკის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრს შეადგენს, მღვიმის შესასვლელთან შეინიშნება ნგრეული კირქვები, რომელიც გეოლოგიურ წარსული აქტიური სეისმური მოვლენებით და ძლიერი მდინარეული ნაკადების მოქმედებით უნდა იყოს წარმოდგენილი. მღვიმეში შესვლისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კლიმატური ფაქტორები. წვიმიანი ამინდის შემთხვევაში როგორც მღვიმემდე მისასვლელი მშრალი ხეობა, აგრეთვე თვითონ მღვიმის ჩასასვლელი საშიშია, ვიზიტორებისთვის გასათვალისწინებელია მღვიმეში მოძრაობის უსაფრთხოების წესები," - ამბობს გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 5350-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.

ამინდი