Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ოლიმპიადაზე წასულმა ჩათბუნულმა სპორტსმენებმა მაგ ქისებში ოქროს მედლები მაინც ჩააწყვეთ და ისე ჩამოდით სამშობლოში'

თარიღი : 30-07-2016, 23:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.

,,პირდაპირ ვთქვათ-შეგვეშინდა!!!

რამდენიმე დღეში ჩვენი თბილად ჩაცმული სპორტსმენები რიოში გაემგზავრებიან და ამით კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ დანარჩენ მსოფლიოს, რომ უთბილესი ერი ვართ. ოლიმპიელთა ჩაცმულობამ შეიძლება ითქვას, არა მარტო ააფეთქა სოციალური ქსელი, არამედ მთელი ერი გაგვაერთიანა ნაციან, ქოციან, ალასანიან, ბურჭულაძიან, ბურჯანაძიან, ინაშვილიან, ლეიბორისტიან, გირჩიან და კიდევ რა ვიცი ვინ არა. ვინ რა არ თქვა, ზოგი იგინებოდა, ზოგი დასცინოდა, ზოგს ებრალებოდა, მოკლედ დიდი ამბები ატყდა.

მოდი არ გვინდა შემოვლითი საუბარი და პირდაპირ ვთქვათ- შეგვეშინდა!!! შეგვეშინდა რომ ყველას ეგრე არ ჩაგვაცვან ერთ მშვენიერ დღეს... მერე წავა არასამთავრობოების აქციები სლოგანით „ვერ ჩაგვაცმევენ!“

ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი, რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციებისათვის უცხო, შუა აზიური ორნამეტიკისა და სტილისაა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ, რომელმაც ეს ფორმები შეკერა განმარტა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ ისე დაგვაშორა ეროვნულს, რომ მაუდის ეს ელეგი უცხოური გვგონია. ცხადია, ამ ფორმით კომპანია ჩვენს დაცინვას შეეცადა, მაგრამ იმნაირი ამბავი აუტყდა ამ განცხადების გამო, იმ უბედურს ეს ჩვენი „ელეგი“, შეიძლება ითქვას, უკას შეტენეს (არა ინტიმური გაგებით, უკან შეტენვაში- ვგულისხმობ მისი სიტყვები უკან წააღებინესთქო).

ბოლოში ისიც გაირკვა, რომ ეს „ელეგი“ ყოფილა ქართული წარმართული პანთეონის ცრუ გმირისა და ცრუ რაინდის გოიმური ტრიადის პლებერული სამოსი.

კაი რაც იყო იყო, ახლა მაგ ქისებში ოქროს მედლები მაინც ჩააწყვეთ და ისე ჩამოდით სამშობლოში."

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.




ნანახია: 2028-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი