Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართულმა ოცნებამ' დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

თარიღი : 30-07-2016, 22:23 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილი წარადგინა.

,,დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისათვის ყაზბეგში, დუშეთსა და თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენას ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც დაესწრო.

„ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსხვავებული აზრისა, არის თავისუფალი.

„ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. დღეს ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსხვავებული აზრისა, არის თავისუფალი. მე მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პოლიცია დეპოლიტიზირებულია. ისინი ემსახურებიან ხალხს და არა რომელიმე პარტიას ან ხელისუფლებას. ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას თავიანთი სიცოცხლის ფასადაც. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ საქართველოში დღეს სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა, გეგმა ქვეყნის განვითარების, გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეებმა მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იყოს კვლავ ქვეყნის ხელისუფლებაში. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გუნდი არის „ქართული ოცნება”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება 8 ოქტომბერს არ იქნება მხოლოდ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების” გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.


R


ნანახია: 1570-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ 'ქართული ოცნების' სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია 'ქართული ოცნება -
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
აღნიშნული კანდიდატურა მოსახლეობას პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
სულხან მახათაძე ჭიათურაში 'თავისუფალი დემოკრატების' კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს უპირისპირდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას 'ქართული ოცნების' მხარდამჭერებს მიმართა.

ამინდი