Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მდგომარეობაა ქუთაისში ქალებზე ძალადობის კუთხით?

თარიღი : 30-07-2016, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის იანვრიდან ამავე წლის ივნისის ჩათვლით, 56 შემაჩერებელი ორდერი გამოსცა. აღნიშნული რიცხვიდან 53 ორდერი მსხვერპლის პოზიციაში მყოფი ქალის დაცვას ისახავდა მიზნად.

შემაკავებელი ორდერის გაცემა ოჯახური ძალადობის დროს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის კომპეტენციაში შედის. შემაკავებელი ორდერი გაცემიდან 24 საათი განმავლობაში სასამართლოს დასამტკიცებლად უნდა გადაეცეს, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლე გასცემს დამცავ ორდერს, რომელიც მსხვერპლისთვის დამცავი ღონისძიებების წარმოებას გულისხმობს.

იქედან გამომდინარე, რომ ოჯახური ძალადობის თემა კვლავ აქტუალური რჩება და ხშირ შემთხვევაში ოჯახური კონფლიქტი სიცოცხლის ხელყოფითაც სრულდება, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2015 წელსა და 2016 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული შემაკავებელი და დამტკიცებული დამცავი ორდერების სტატისტიკას გაეცნო. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოცმეული შემაკავებელი ორდერების რიცხვი წინა წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, თუმცა უცვლელია ის ფაქტი, რომლის თანახმად, მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.
სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვრიდან–ივნისის ჩათვლით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 56 შემთხვევიდან 24 შემთხვევაში ადგილი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ, 24 შემთხვევაში მხოლოდ ფსიქოლოგიურ, 2 შემთხვევაში ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ, ერთ შემთხვევაში კი ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება 2015 წელს, 2015 წელს სასამართლომ 167 შემაკავებელი ორდერი გასცა. 167 შემთხვევიდან 147 შემთხვევაში საქმე მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეხებოდა. გასული წლის მსგავსად, აღნიშნულ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ძალადობის მსხვერპლი 10 არასრულწლოვანი იყო, მათი რიცხვი 2016 წლის პირველ ნახევარში ერთამდე შემცირდა.

რაც შეეხება დამცავ ორდერებს, გასულ წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13 დამცავი ორდერი გამოიცა, რომელთაგან 13–ვე შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო, მათ შორის ერთი-არასრულწლოვანი.

2016 წელს კი სასამართლოს მიერ დამტკიცებული დამცავი ორდერების რიცხვი სამის ტოლია. აქედან 2 შემთხვევაში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი, ხოლო ერთში ქალი იყო.


ნანახია: 1849-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წელს სულ 29 157 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა, 2016 წელს კი - 25
ოჯახური ძალადობის თემა კვლავ აქტუალურია ქვეყანაში. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ვალერ კვანტალიანი საინფორმაციო
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი

ამინდი