'სტუმრიანობის გამო საკრებულოს წევრებმა არასამთავრობოებთან შესახვედრად ვერ მოიცალეს'
თარიღი : 29-07-2016, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით, 10 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას მმართველი ძალის დეპუტატები არ დაესწრნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, დეპუტატების მსგავსად არც სკვერის იჯარით და მშენებლობის უფლების გამცემ ორგანოებს აღმოაჩნდათ გამბედაობა, რომ თავიანთი გადაწყვეტილება მრგვალი მაგიდის ირგვლივ არგუმენტებით გაემყარებინათ.
,,ყველაზე თავისუფალ გარემოსა და ფორმატს ვთავაზობდით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს, რათა გვემსჯელა კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი სუბიექტის წარმომადგენელი მოვიდა, რომელთა აზრიც ჩვენსას ემთხვევა,"-აცხადებს ბარათაშვილი.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი საკრებულოს წევრებს მოვალეობების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს და განმარტავს, რომ მიუხედავად თვითმმართველობის ორი ორგანოს სიჯიუტისა არასამთავრობოები აღნიშნულ მიზანს არ გადაუხვევენ და მშენებლობა შეწყდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი პასუხობს. მისივე თქმით, არასამთავრობოები ვერ ასაბუთებენ თუ რატომ არ უნდა აშენდეს „არგო“.
,,ათჯერ და უფრო მეტჯერ ავუხსენით, რომ კაფე-ბარის მშენებლობა ხელს არაფერს უშლის, თუმცა მათ აზროვნებამდე ეს ფაქტი ვერ დავიდა,"-აცხადებს ყანჩელი.
რაც შეეხება მრგვალი მაგიდის ფორმატზე მიუსვლელობას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ქალაქში სტუმრიანობის გამო საკრებულოს წევრებს არ ეცალათ.