Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„კურთხეული“ ამფითეატრი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციისთვის

თარიღი : 9-11-2013, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის კულტურულ ცენტრებს მორიგი ცენტრი შეემატა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში დამონტაჟებული ამფითეატრის სახით. ამფითეატრი, რომლის მოწყობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა, დღეს გაიხსნა. ოფიციალურ გახსნამდე კი ამფითეატრი სასულიერო პირმა აკურთხა.
ამფითეატრის პრეზენტაცია მუსიკალური საღამოს ფონზე შედგა. საღამოში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ, ხოლო მოწვეულ სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, შემოქმედებითი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შეადგენდნენ.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის ამირან ხვადაგიანის თქმით, ბაღში ამფითეატრის გაკეთება მისი იდეა იყო. ხვადაგიანი იმედოვნებს, რომ ამფითეატრი ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციასა და მის რეკლამირებას შეუწყობს ხელს.
„ქუთაისს ძალიან უყვარს ფასეულობები, რაც ქალაქს გააჩნია. ბოტანიკური ბაღი ეს იქნება ადგილი, რომელიც ქალაქს გამოაცოცხლებს,“ – ამბობს ხვადაგიანი.
ცნობისთვის, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 170 წლისაა. ტერიტორიაზე 700–ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარე ხარობს. მისი შექმნის ინიციატორი გენერალ–გუბერნატორი ბელიავსკი იყო. 2006 წლიდან ბაღი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და თბილისის ბოტანიკური ბაღის ფილიალად მოიხსენიებოდა, ხოლო 2012 წლიდან ბაღზე მზრუნველობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იკისრა.


ნანახია: 2447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მიზანი მიღწეულია! ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხალხის სამსახურშია!'
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა თანამდებობა დატოვა.
ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი ზაზა რამინაშვილი თანამშრომლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა
ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამინდი