Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

თარიღი : 9-11-2013, 13:17 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის „ილოს“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მათი დაჯილდოვების ღონისძიება დღეს, ქუთაისში, თი ბი სი ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
ფოტკონკურსი, რომელიც ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, უკვე მეხუთედ ჩატარდა. მასში დაახლოებით 30-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, შეირჩა პირველი, მეორე, მესამე ადგილების მფლობელები. პირველი ადგილის მფლობელ მამუკა კაკაურიძეს სიმბოლურად ილო ხახიაშვილის მონუმენტი გადაეცა. აღნიშნული ადგილების მფლობელებისათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო. კერძოდ, პირველი პრემია - 1000 ლარი; მეორე პრემია - 700 ლარი მესამე პრემია - 500 ლარი. ჟიურის სიმპათია მოიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტომ. გარდა ამისა, კონკურსს კიდევ ერთი გამარჯვებული, პუბლიკის სიმპათიის პრიზის მფლობელი ჰყავს, რომელიც ტელერადიო კომპანია „რიონის“ მუსიკალურ წამყვანს, ლევან ქემოკლიძეს შეხვდა.
მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის თქმით, კონკურსზე შემოსული ფოტოებით ჯერ კალენდარი, ხოლო შემდეგ ფოტოალბომი გამოიცემა.


ნანახია: 2379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევან ქემოკლიძის ფოტო სოციალურ ქსელ facebook-ის 2432-მა მომხმარებელმა მოიწონა.
ფოტოკონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სურათის მოწონებების მიხედვით სოფო ბობოხიძემ გაიმარჯვა, მისი სურათი სოციალურ ქსელ
კონკურსი ქართველი ებრაელის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს და ის ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წელს
საკონკურსო ნამუშევრები 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიიღება, ხოლო შედეგები 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვლინდება.
ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

ამინდი