Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სამ სოფელში ახალი სკოლების მშენებლობა იგეგმება

თარიღი : 27-07-2016, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ახალ 2016 -2017 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდება,“– განცხადებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი აკეთებს.

ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ახალი სკოლები სოფელ კიცხში, საქარიქედსა და ღარიხევში აშენდება. ასევე, ზვარის საჯარო სკოლის შენობის რემონტი დაიწყება. მისივე თქმით, დაგეგმილია ნადაბურის, ვარძიის, ვახანისა და დაბის №3 საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. დაბის №2 საჯარო სკოლაში კი დახურული სპორტული დარბაზი აშენდება.

როგორც ხარაგაულის გამგებელი განმარტავს, პროქტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016-2017 სასწავლო წლების სამოქმედო გეგმაში უკვე ჩასმულია.

ხარაგაულის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის განცხადებით, კიცხის საჯარო სკოლის პროექტი წინასწარი მონაცემებით მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

,,2016 წელს დაიწყება კიცხის საჯარო სკოლის შენობის სრული დემონტაჟი და ახალი სკოლის მშენებლობა. წლევანდელ სამოქმედო გეგმაში მოხვდა ღარიხევის სკოლის დემონტაჟი, რომლის ადგილზეც ახალი დაწყებითი სკოლა აშენდება. ასევე, წლევანდელ სამოქედო გეგმაში ჩაიდო ზვარის საჯარო სკოლის რემონტი, რაც შენობის გადახურვას, კარ-ფანჯრების შეცვლას, სკოლის შემოღობვასა და ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.

2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით კი სოფელ საქარიქედზე დაწყებითი სკოლა აშენდება, დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში კი– დახურული სპორტული დარბაზი. 2017 წელს განხორციელდება ნადაბურის, ვარძიისა და ვახანის საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია,“–აცხადებს კიკნაძე.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ადგილობრივი მუშახელი დაასაქმონ. მათივე თქმით, ტენდერები შესაბამისი ფინანსების გამოჩენისთანავე გამოცხადდება.



NS


ნანახია: 1330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სკოლის შენობა გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს.
28 ნოემბერს ხარაგაულის კინოთეატრში 'ინტელექტ-ჩემპიონატის' ნახევარფინალი გაიმართება.
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.
სასწავლო პროცესს ქუთაისის 38 საჯარო სკოლის მოსწავლეები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებიც შეუდგნენ.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი