"ქართული ოცნების' წარმომადგენელი 'ეროვნული ფორუმის' წევრს სამსახურის დაკარგვით დაემუქრა"
თარიღი : 27-07-2016, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს წევრი "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი კახი დვალიშვილი "ქართულ ოცნებას" ბრძოლის სამართლიანი მეთოდებისაკენ მოუწოდებს. ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დვალიშვილმა "ქართული ოცნების" მხრიდან მისი პარტიის წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებულ შეთავაზებაზე ისაუბრა.
,,ჩემი პარტიის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ქალაქის დასუფთავებაში მუშაობს, მეგობრულად ურჩიეს, რომ თუ ეროვნულ ფორუმს არ დატოვებდა და ქართულ ოცნებაში არ გადავიდოდა სამსახურს დაკარგავდა. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული მეთოდების გამოყენებისადან,"-განაცხადა კახი დვალიშვილმა.
კახი დვალიშვილი არც მუქარის ავტორის და არც მუქარის ადრესატის ვინაობას ასახელებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებში" დვალიშვილის აღნიშნულ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.