Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუთაისის მერიამ წინასაარჩევნოდ ‘ქართული ოცნების’ განაწყენებული წევრები დაასაქმა“

თარიღი : 27-07-2016, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,უზნეობით არჩეული ხელისუფლება არასდროს იქნება ხალხისათვის,“–განცხადებას „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკეთებს. წულაია ქუთაისის მერიას ა(ა)იპებში შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.

„თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი შტატების ზრდის მიზეზებსაც განმარტავს. მისივე თქმით, მერიამ „ქართული ოცნების“ განაწყენებული წევრები შეირიგა და წინასაარჩევნოდ ხმებიც შეაგროვა.

,,ამ ადამიანების შესარიგებლად 90 კაცამდე თავზე დაგვასვეს. ესაა უზნეობა, რომ ადამიანებს გადაუხადო ის ფული, რომელსაც მე ვიხდი და რომლებმაც მერე მე უნდა გამიყალბონ არჩევნები და წამართვან ხმა. 3 ტომარა და 20 ტომარა რომ გაქვს სახლში გაღებული ერთი ტომარა მაინც მოაკელი და გადაუხადე ამ ხალხს,“–აცხადებს წულაია.

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული კადრების აყვანაში. როგორც წულაია განმარტავს, დახმარების შემთხვევაში, ისინი ტყუილსა და უზნეობაში იქნებიან ჩართული.

აღნიშულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მსაგვს აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.


ნათია სვანიძე


ნანახია: 2026-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებას „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკეთებს.
გოგი წულაია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებს.
„ქართული ოცნების“ წევრები მოქალაქეებთან მიდიან, მათ პრობლემებს იკვლევენ და შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე, მათ
განცხადებას ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკეთებს.
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სასტუმრო "ქუთაისის" გაყიდვასთან დაკავშირებით აკეთებს.

ამინდი