სახელმწიფო მესაქონლეობის კოოპერატივის მხარდაჭერისათვის ახალ პროგრამას იწყებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელიძემ და ჩეხეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართვლოში ტომას პერნისკიმ ,,ემპარდისა" და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პინი"-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერტივები დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში წარმომადგენლები ზესტაფონის სოფელ კიცხში არსებულ კოოპერატივ ,,სარგოს" ეწვივნენ, რომელიც ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს.
კოოპერატივი ,,სარგო" ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ რძეზე დამზადებულ მაწონსა და პასტერიზებულ სასმელ რძეს ამზადებს. საწარმოში 7 ადამიანია დასაქმებული.
როგორც კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელიძემ შეხვედრისას განაცხადა, სახელმწიფო იწყებს ახალ პროგრამას მესაქონლეობის კოოპერატივის მხარდაჭერისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ რძის მიღება, არამედ წარმოებაც. მიშელიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა საკმარისი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში სრული საწარმოო ციკლის შესაქმნელად.
კოოპერატივ ,,სარგო"-ს დამფუძნებლის გიორგი გველესიანის თქმით, საწარმო მალე დაიწყებს ყველის წარმოებას. ყველის წარმოებისათვის საჭირო დანადგარებით კოოპერატივ ,,სარგოს" უზრუნველყოფა კი მესაქონლეობის კოოპერატივის მხარდაჭერისათვის შექმნილი სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება.
თიკო ძოძუაშვილი