თამაზ მარგველაშვილი: ქუთაისს ახალი მერი მომავალ თვეში ეყოლება
თარიღი : 8-11-2013, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი მიმდინარე თვეში გამოცხადდება. ამის შესახებ „ტოპნიუსს“ საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა განუცხადა. მარგველაშვილის თქმით, მისთვის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ კონკურსი ნოემბრის თვეში აუცილებლად გამოცხადდება.
„ვერ გეტყვით კონკრეტულ დღეს, თუ როდის გამოვაცხადებთ კონკურსს მერის თანამდებობაზე, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება ამ თვეში, მომავალ თვეს კი, ალბათ უკვე გვეყოლება მერი“- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დიმიტრი კოპალიანმა, 12 სექტემბერს თანამდებობა დატოვა, ქალაქმა 3 მერის მოვალეობის შემსრულეებლი გამოიცვალა.