Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, მუქარა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა–'სამართლიანი არჩევნები' მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

topnews.com.ge
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 26 ივლისს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.

ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების ტენდენციაზე. მართალია, საარჩევნო კოდექსით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტების დაწყების 8 ფაქტი გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, 1-18 ივლისის პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ 52 შეხვედრას დაესწრნენ. ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები.

2016 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, თუმცა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა, არ განხორციელებულა, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის კუთხით.

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.


ნანახია: 1462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში.
საარჩევნო პერიოდში დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა
საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების დაბალი აქტიურობა და სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით
ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ამავე დროს, ანგარიშში ასახულია
ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია 'სამართლიანი არჩევნები' ავრცელებს.

ამინდი