არასამთავრობოები ქუთაისის საკრებულოს წევრებს მრგვალ მაგიდასთან იწვევენ
თარიღი : 25-07-2016, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებს მრგვალ მაგიდასთან კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით მსჯელობისათვის იწვევენ.
10 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და წერილობითი მიმართვა დაარეგისტრირეს, რომელსაც თითოეული დეპუტატი მიიღებს.
წერილის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 29 ივლისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს 25-ვე დეპუტატს მრგვალ მაგიდასთან იწვევენ.
”საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უარი უსაფუძვლოდ განაცხადა, რისთვისაც საკრებულოს თითოელ წევრს წერილობითი მოწვევა გავუგზავნეთ,”-განაცხადა "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელმა გია გოქაძემ.
ხატია ბანძელაძე