Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობოთა კვლევა-რა იციან ამომრჩეველებმა მათი მაჟორიტარების საქმიანობის შესახებ?

თარიღი : 8-11-2013, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
საქართველოს სოფლებში გამოკითხული 1496 რესპონდენტიდან 39%-მა არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა 42.5%-ს არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ,“ - ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაცია დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ წარმოადგინა.
მაჟორიტარების საქმიანობის კვლევის პროცესში ჩართული იყო რასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წევრი 22 ორგანიზაცია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სხვადასხვა რეგიონში პრობლემების იდენტიფიცირებისას ნათელი გახდა, რომ პარლამენტის ცალკეული წევრი არ მონაწილეობს ან არაა ჩართული იმ ოლქის პრობლემების გადაწყვეტაში, საიდანაც ისინი მაჟორიტარული წესით არიან არჩეული მაჟორიტარული წესით.
კვლევის პროცესში, სოციალური გამოკითხივს ფარგლებში, თითოეულ რეგიონში 150 რესპონდენტი გამოიკითხა.
საქართველოს სოფლებში გამოკითხული 1496 რესპონდენტიდან 39%-მა არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა 42.5%-ს არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი, 52.6% მხოლოდ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს შეხვდრია თავისი ოლქის დეპუტატს, ხოლო 39.9%-ს საერთოდ რ უნახავს მაჟორიტარი. გამოკითხულთა 56%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.
კვლევამ აჩვენა, რომ ბიუროებში საშუალოდ 5 ადამიანია დასაქმებული. ყველაზე ნაკლები თანამშრომელი (2 ადამიანი) ჰყავთ ზესტაფონის, სენაკის, მარნეულის, სიღნაღის და ხელვაჩაურის ბიუროებს. ხოლო ყველაზე მეტი თანამშრომელი (10 ადამიანი) დმანისის მაჟორიტარის ბიუროს. რაც შეეხება ბიუროს ხარჯებს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიანობისათვის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნთ, ბიუჯეტიდან ერთჯერადად 5 000 ლარი გამოიყოფა. ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 5 000 ლარი ძირითადი საშუალებების შეძენის, ოფისის იჯარის, ბიუროს თანამშრომლების ანაზღაურების, სარემონტო სამუშაოებისა და ბიუროს ფუნქციონირების სხვა ხარჯებისათვის.
ბიუროების მიერ ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახსნის დღიდან (ბიუროების უმრავლესობა გასული წლის ნოემბერ-დეკმბერში გაიხსნა) მაჟორიტარი დეპუტატის 41 ბიუროს სულ მიმართა 30 533-მა ადამიანმა. რაც შეეხება თემებს, რომლითაც მოქალაქები მაჟორიტარებს აკითხავენ, შემდეგია: სოციალური დახმარება, ეკომიგრანტების პრობლემები, სამედიცინო ოპერაციებისა და მკურნალობის კურსის დაფინანსება, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლების დაფინანსება, დასაქმება, სამართლებრივი პრობლემები, კომუნალური პრობლემები, სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზაურება, ფართების დაკანონება, ადამიანის უფლებები, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და სამართლიანობის აღდგენა.
კვლევაში ასახულია მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჩართულობით გადაჭრილი პრობლემები. მაგალითად, იმერეთის რეგიონის მაგალითზე, საჩხერეში მოგვარდა ერთ-ერთი ქვიშის კარიერის ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემა. ჭიათურის ბიურომ რამდენიმე ადამიანს უშუამდგომლა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც მოხდა ოპერაციების დაფინანსება და რეგრესის პენსიონრებს დაენიშნათ პენსია. დაბა ხარაგაულსა და სოფელ დიდვაკეში მოხდა მრავალბინიანი სახლების გადახურვა, სოფელ მაქათუბანში აშენდა ხიდი. ხოლო იმ მოქალაქეთა ნახევარზე მეტს, რომლებმაც სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით ბიუროს მიმართეს, აღუდგათ შემწეობა. კვლევის მიხედვით, ტყიბულში დაფინანსდა ათობით მძიმე ოპერაცია.
რაც შეეხება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით „სიდას“ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ორგანიზაცია მიზანშეწონილად თვლის, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან სასურველია მეტი ყურადღების გამოჩენა ბიუროების საქმიანობისა და ზოგადად ამომრჩევლებთან კომუნკაციის მიმართულებით. ასევე, ბიუროების თანამშრომელთა მიზნობრივ ტრენინგებში ჩართვა მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ბიუროების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა.


ნანახია: 2511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში გაიხარჯა 12 065 777 ლარი.
ბიუროებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით ბიუროები სპეციალურ
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ხარაგაულის ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძე ბრიფინგს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 10 აპრილს, წყალტუბოში, „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მისი
ნარჩემაშვილი ამბობს, რომ სურვილი აქვს ბიუროს ოფისი საარჩევნო ოლქთან ახლოს იყოს.

ამინდი