იტვირთება

ხონის მერი: წელს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა. ოპერატიულად მოხდა რეაგირება, გამოიყო ფინანსური სახსრები და შევძელით სამუშაოების ეფექტურად წარმართვა

ხონის მერი: წელს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა. ოპერატიულად მოხდა რეაგირება, გამოიყო ფინანსური სახსრები და შევძელით სამუშაოების ეფექტურად წარმართვა

ხონის მერი ლადო ჯურხაძე დედალაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩაის მეურნეობის მე-2 უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო. 

"არის საკითხები, რომელთა მოგვარება დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს. ასეთ დროს ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად მობილურია. წელს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა. ოპერატიულად მოხდა რეაგირება, გამოიყო ფინანსური სახსრები და შევძელით სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად წარმართვა. მიხარია, რომ ამ მრავალბინიან სახლებში ადამიანები უსაფრთხოდ გააგრძელებენ ცხოვრებას,"-ამბობს მერი. 

"მიმდინარე წელს, სოფელ ჩაის მეურნეობაში ძლიერმა ქარმა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ფაქტზე დაუყონებლივ მოხდა რეაგირება. ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო ფინანსური რესურსი  და შესაბამისი წესების დაცვით, განხორციელდა რიგი ღონისძიებები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "უსაფრთხო ქალაქმა" განახორციელა,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები