მოსახლეობის თხოვნით 'სპეციალური სერვისები' ტერიტორიების დასუფთავებას აგრძელებს
თარიღი : 23-07-2016, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ბელინსკის ქუჩაზე ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია დაასუფთავა.
როგორც "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულმა სამსახურმა სამუშაოების განხორციელება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
,,აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში უკანონო ნაგავსაყრელს წარმოადგენდა. ადგილი დავასუფთავეთ და სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ტერიტორიიდან ნარჩენებიც გავიტანეთ,"-განაცხადა "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სპეციალური სერვისების" მოვალეობას უპატრონო ძაღლებზე ზრუნვა, ტერიტორიების ნარჩენებისაგან გაწმენდა, ხეების გადაბელვა, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სხვა წარმოადგენს.

NS