Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხინკალი 'მთიულური', კარტოფილისა და სოკოს 'პელმენი',-ნახევარფაბრიკატების ფართო არჩევანი 'ექსტრა მითი'-სგან

topnews.com.ge
ჩვენს რეალობაში, როდესაც ადამიანები მუდმივად დროის დეფიციტსა და იმაზე წუწუნებენ, რომ დრო არ ჰყოფნით, თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით ნახევრად მზა პროდუქტებს, ე.წ. ნახევარფაბრიკატებს, იქნება ეს გაყინული ძეხვი, სოსისი, ხინკალი, ქაბაბი თუ "ვარენიკი". მართალია, ქართული ბაზარი ნახევარფაბრიკატების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, თუმცა მრავალფეროვნება არ არის იქ, სადაც საქმე პროდუქციის ხარისხს ეხება. ამიტომ, აუცილებელია, მომხმარებელმა იცოდეს, რომელ კომპანიას ანდოს მისი ჯანმრთელობა და კვება.

"მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად," -ეს კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრა მითი"-ს დევიზია. ნახევარფაბრიკატების წარმოება კი ექსტრა მითი"-ს ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმო კვების პროდუქტების წარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას პროდუქტის ხარისხსა და დამზადების ტექნოლოგიას უთმობს.

"დაახლოებით ერთი წელია, რაც "ექსტრა მითი" 20-მდე დასახელების გაყინულ პროდუქტს აწარმოებს."ექსტრა მითი"-ს ხინკლის, კარტოფილისა და სოკოს "პელმენის" თუ კარტოფილის "ვარენიკის" შეძენა საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მარკეტსა თუ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ჩვენი კომპანის პროდუქციის მომხმარებლებმა კარგად იციან, "ექსტრა მითი"-სათვის რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც ნახევარფაბრიკატები წარმოადგენს. ნახევარფაბრიკატები "ექსტრა მითში" თანამედროვე ტექნოლოგიით, ახალი დანადგარებითა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მზადდება, რადგან ჩვენი მოწოდებაა, ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად," - აცხადებენ კომპანია "ექსტრა მითში".

აქვე გეტყვით, რომ კომპანია "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები და ზემოთაღნიშნული ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით კომპანია საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

უნდა ითქვას ისიც, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები. აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე კი „ექსტრა მითი“ საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში შედის, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოებაში საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებენ.

თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რადგან კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.

R


ნანახია: 3713-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვების პროდუქტების მწარმოებელ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ, ევროპული ხარისხის საწარმო 'ექსტრა მითში' წარმოება 3 ძირითადი
კომპანიამ საბავშვო სოსისის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი