ჭიათურის გამგებლისა და მაჟორიტარობის კანდიდატის სულხან მახათაძის ქონება
თარიღი : 23-07-2016, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სულხან მახათაძე ჭიათურის გამგებლის პოზიციას იკავებს. „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე კი ქვეყნის პრემიერმა მახათაძე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
რა ქონებას ფლობს ჭიათურის ამჟამიმდელი გამგებელი? Topnews.com.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და სულხან მახათაძის მიერ 2016 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მოიძია.
მაჟორიტარობის კანდიდატს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მეუღლის, მერი დეკანოიძის 100%იან საკუთრებას თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე 78.83 კვ.მ. ფართობის ბინა წარმოადგენს. თავად მახათაძე კი თბილისში, ვაზისუბნის 1-ელ მიკრორაინში მდებარე 39 კვ.მ. ფართობის ბინის მესაკუთრეა.
დეკლარაციის მიხედვით, სულხან მახათაძის სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების პერიოდში 200, მისი მეუღლის ანგარიშზე კი 500 ლარი ფიქსირდებოდა.
2015 წელს გამგებლის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 37100, მისი მეუღლის შემოსავალმა კი 17760 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ხარჯებს, დეკლარაციის მიხედვით, მერი დეკანოიძის 2015 წლის განმავლობაში 100 200 ლარის ხარჯი ჰქონდა.
მაჟორიტარობის კანდიდატის დეკლარაციაში აღნიშნულია ისიც, რომ მახათაძის ოჯახის არც ერთი წევრი არ ფლობს ისეთ ფასიან ქაღალდებსა და უძრავ ქონებას, რომლის ფასიც 10 000 ლარს აღემატება. ასევე, არ არინ ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში, არ აქვთ მიღებული 5000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი და ნაღდი ფულის სახით არ აქვთ 4000 ლარზე თანხა.
ხატია ბანძელაძე