როგორია დაშავებული სპორტსმენების მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია ინტერვენციული საავადმყოფოდან
თარიღი : 22-07-2016, 20:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბეები, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ამ დრომდე რჩებიან.
მკურნალი ექიმის, მაია რუხაძის თქმით, კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ლომინაძე კი ამ დრომდე რეანიმაიცულ განყოფილებაში რჩება.
ცოტა ხნის წინ, სამტრედიის რაიონული საავადმყოფოდან, აღნიშნულ საავადმყოფოში, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გადაიყვანეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.