Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უცხოელმა ხელოვანებმა ხონში შექმნილი ნამუშევრები მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცეს

თარიღი : 22-07-2016, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხონმა პირველად სახელოვნებო არტ რეზიდენციას უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში ხონის სამხატვრო სკოლაში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის არტისტი (საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან) ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდნენ და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ეცნობოდნენ. ხელოვანებმა ამ დროის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები საჩუქრად მუნიციპალიტეტს გადასცეს.

"პროექტი გარდა იმისა, რომ ხელოვანებს ეხმარება მოიძიონ ახალი გარემო და სივრცე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ შემოქმედებაზე და ზრდის კომუნიკაციას უცხო სოციუმთან, ასევე ხონის, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტის, პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად," - აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

გამოფენა ხონის კულტურის ცენტრში რამდენიმე დღე გასტანს და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


ნანახია: 1648-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ატესტაციას კი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 29 თანამშრომელი ექვემდებარება.

ამინდი