ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ოჯახი ემსხვერპლა
თარიღი : 22-07-2016, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ოჯახის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 25-26 წლის ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი.
წყვილი მეგობართან ერთად ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდა. დაღუპულ ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.