Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი ლომინაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ექიმის კომენტარი

თარიღი : 22-07-2016, 11:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის შემოვლით გზაზე დაშავებული მორაგბეები ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებენ მკურნალობას.

როგორც მკურნალმა ექიმმა მაია რუხაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო საქართველოს ჩემპიონის, "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"კვირიკაშვილის მდგომარეობა მსუბუქია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. რაც შეეხება ლომინაძეს, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს",- აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სავარუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.


ნანახია: 2423-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისინი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბეები, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის
მერაბ კვირიკაშვილი შესაძლოა დღეს გაწერონ, გიორგი ლომინაძის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
მკურნალი ექიმის მაია რუხაძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამინდი