ქუთაისის მერიის ფოტოკონკურსის პუბლიკის სიმპათია ლევან ქემოკლიძის ფოტო გახდა
თარიღი : 7-11-2013, 19:35 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის- „ილოს“ ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული უკვე ცნობილია. „პუბლიკის სიმპათიის“ სტატუსი ტელერადიო კომპანია „რიონის“ მუსიკალურმა წამყვანმა ლევან ქემოკლიძემ მოიპოვა. აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა სოციალურ ქსელში ე.წ ლაიქების რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. ლევან ქემოკლიძის ფოტო სოციალურ ქსელ facebook-ის 2432-მა მომხმარებელმა მოიწონა.
რაც შეეხება ფოტოკონკურსის სხვა გამარჯვებულებს, "ილოს" დასკვნითი გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში გაიმართება.
ცნობისთვის, ფოტოკონკურსი "ილო" ქუთაისში 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მას ორგანიზებას მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს.