Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თარიღი : 21-07-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ ი.თ-ს ინტერესებს იურიფიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ოთარ რუხაძე იცავდა.

,,ი. თ.–ს ბრალდების მხარე დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებოდა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე ჩავერთე. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა,რომ მტკიცებულებები უკანონოდ მოიპოვეს და საქმის განხილვაზე არ წარადგინეს,"-ამბობს ადვოკატი ოთარ რუხაძე.

დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგომა მოითხოვა. დაცვის მხარემ სასამართლოს სთხოვა, არ გაეზიარებინა არც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რადგან ამ ორივე დოკუმენტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78–ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, არ გააჩნდათ მტკიცებულებითი ძალა. აღნიშნულ არგუმენტად ადვოკატმა ის ფაქტი დაასახელა, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა სასამართლოში მოწმედ დაეკითხა პირი, რომელმაც მოიპოვა ან შექმნა მტკიცებულება ან რომელთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე.

საბოლოოდ, სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


ნანახია: 1280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ი.ჭ.-ს ინტერესების დაცვას ადვოკატი გელა სიორდია ახორციელებდა.
აღნიშნულ მოქალაქეს ბრალი ედებოდა მობილური ტელეფონის ქურდობასა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებაში. იმ პერიოდისათვის
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და
მსჯავრდებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი