ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირებისათვის ურეკში ბანაკს აწყობს
თარიღი : 20-07-2016, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია დაბა ურეკში ბანაკს აწყობს.
ბანაკში გამგზავრება სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს შეეძლებათ.
მერიაში აცხადებენ, რომ ათდღიან ბანაკში მონაწილეების დაბინავება 5 ნაკადად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაბა ურეკში კი 79 ბენეფიციარი გაემგზავრა. ბენეფიციარები სამჯერადი კვებით, სასტუმროთი და მგზავრობის ხარჯებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
აღნიშნული პროექტი ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის დაფინანსებით ხორციელდება. სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ანალოგიურ ბანაკებს სოციალური სამსახური ყოველწლიურად აწყობს.