Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნება' შეძლებს ააშენოს მომავალი ჩვენი შვილებისთვის'

თარიღი : 19-07-2016, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია იმერეთიდან დაიწყო. ქუთაისში, ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან, ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ 18 ივლისს, რეგიონის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. პარტიულ ღონისძიებას მოქალაქეები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ.

რას ელოდებიან ამომრჩევლები "ქართული ოცნებისგან"? აღნიშნული კითხვით Topnews.com.ge-მ რამდენიმე მოქალაქეს მიმართა.

ლინდა კვირკველია: "მე ბაღდატიდან ვარ. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მაინტერესებს ვინ იქნება ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი".

ელისო მაჩაიძე: "საჩხერიდან ჩამოვედით იმის გასაგებად, ვინ იქნება ჩვენი მაჟორიტარი. ძალიან გვაინტერესებს და ვერავის ვვარაუდობთ".

მანანა ბურჯანაძე (ქუთაისი)- "ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი აქვს, აუცილებლად გაიმარჯვებენ. მაჟორიტარობის კანდიდატების ვერსია არ მაქვს, მაგრამ "ქართული ოცნების" იმედი ყოველთვის გვექნება".

მარი უშველიძე (ქუთაისი)- "ქართულ ოცნებას" 51 პროცენტი აქვს გამარჯვების შანსი. ჩემი ხმა მას ექნება და ძალიან მაინტერესებს, ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატები, ამიტომ მოვედი აქ".

ლეილა ქარქაშაძე: "აქ ზესტაფონიდან ჩამოვედი ბავშვებთან ერთად. ისინი იმიტომ წამოვიყვანე, რომ "ქართული ოცნება" არის ის მოძრაობა, რომელიც ხალხის გვერდში დგომით შეძლებს ააშენოს მომავალი ჩვენი შვილებისთვის".

http://www.picz.ge/img/s3/1607/19/0/0bbdc941a798.jpg


ნანახია: 2067-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას 'ქართული ოცნების' მხარდამჭერებს მიმართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ 'ქართულ ოცნებას' გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
ღონისძიება ქუთაისში, ბალახვანში, ე.წ. 'ასსაფეხურიან კიბეებთან' გაიმართება.
კახი კალაძე 'ქართული ოცნების' ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გენადი მარგველაშვილთან ერთად, კახიანაურის
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული

ამინდი