Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემთვის საქართველო სამყაროს ყველაზე ლამაზი ადგილია,'-ფერეიდნელი ქართველის მოგზაურობა სამშობლოში

თარიღი : 19-07-2016, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
4 საუკუნის განმავლობაში ფერეიდნელ ქართველებს მოძმის მისამართით იარაღი არ გაუსვრიათ, არც საჩივარი დაუწერიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. უცხო ქვეყანაში გადასახლებული ქართველები დღემდე იცავენ მშობლიურ ენასა და ტრადიციებს, რაზეც მაღაზიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებული ქართული წარწერები მეტყველებს. ირანის სხვადასხვა რაიონში 1616 წელს შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული ქართველების 400- წლიანი ნატვრა და სურვილი კვლავ სამშობლოში დაბრუნებაა.

400 წლიანი ოცნების რეალობად ქცევას ფერეიდანში მოქმედი მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი „შაჰანკუჰი“ ქუთაიში არსებულ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდთან“ ერთად ცდილობს. კლუბის წევრები საქართველოსა და ფერეიდანში მოგზაურობენ და როგორც თავად აღნიშნავენ, ეს მოგზაურობები ქართველთა და ფერეიდნელ ქართველთა დაახლოებასა და დამეგობრებას უწყობს ხელს.

Topnews.com.ge „შაჰანკუჰის“ ერთ-ერთ წევრს შარამ ონიკაძეს, „თეთნულდი“-ს წარმომადგენლის, ირაკლი ჯულაყიძის დახმარებით დაუკავშირდა და საქართველოს, მათი მიზნებისა და სურვილების შესახებ ესაუბრა.

მთამსვლელი შარამ ონიკაძე საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაუფარავი სიხარულით საუბრობს სამშობლოზე და ღიად საუბრობს მისი ნახვით გამოწვეულ გრძნობებზეც.

„ჩემთვის საქართველო სამყაროს ყველაზე ლამაზი ადგილია. შენს სამშობლოში აშენებული უბრალო სახლიც კი მსოფლიოს ყველაზე დიდ სასახლეს გირჩევნია. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. სამშობლოს ნახვა ჩვენთვის ისეთივე გრძნობაა, როგორიც მოყვარის მიერ შეყვარებულის ნახვისას უჩნდება ადამიანს,“-ამბობს ონიკაძე.

შარამის გაცნობასა და ფერეიდნელებთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას „თეთნულდის“ წევრი ირაკლი ჯულაყიძე აღნიშნავს, რომ ისინი ერთი მიზნისთვის მყინვარწვერის დალაშქვრისათვის გაერთიანდნენ. მთაში ნანახი სიძნელეების შემდეგ ფერეიდნელი ქართველები უფრო კარგად გაიცნეს, რამაც მათი მეგობრობა გაამყარა.

„შარამი რამდენიმე წლის წლის გავიცანი, რის შემდეგაც მასთან სტუმრად წავედი და იქ მცხოვრებ ქართველებსაც შევხვდი. ამის შემდეგ, შარამი მეგობართან და მეგობრის ოჯახთან ერთად საქართველოს ესტუმრა. მისი მეორე ვიზიტის დროს კი ჩვენი მიზანი მყინვარწვერის დალაშქვრა იყო, თუმცა უამინდობისა და მისგან გამოწვეული დიდი რისკების გამო მყინვარწვერის ბოლომდე დალაშქვრა ვერ მოვახერხეთ და 4800 მეტრის გავლის შემდეგ უკან გამოვბრუნდით. მართალია, გეგმა ბოლომდე ვერ შევასრულეთ, მაგრამ მთაში შექმნილმა სიძნელეებმა ფერეიდნელ მეგობრებთან უფრო დაგვაახლოვა,“- ამბობს ჯულაყიძე.

ფერეიდნელი ქართველები საქართველოდან ჩასულ ყოველ ახალ ამბავს იმავე და უფრო მეტი სიმძაფრითაც აღიქვამენ ვიდრე ქართველები- საქართველოდან. შარამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისევე აწუხებს, როგორც ქართველს. ამიტომაც კითხვაზე, რას უსურვებთ საქართველოს? მისი დაუყოვნებლივი პასუხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო.

„საქართველოს გამთლიანებას, წარმატებასა და ბედნიერებას ვუსურვებ. 4 საუკუნოვანმა დაშორებამ გამოიწვია ის, რომ ირანის ქართველებს ასე გვიყვარს. ჩემი სურვილია, საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნოს,“ -ამბობს შარამი.

სანამ შარამის სურვილები ახდება და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ნახავს, მანამ გადაწყვეტილი აქვს დანარჩენი საქართველო მოინახულოს, ხოლო ქართველებს კი მისი მეორე სამშობლო დაათვალიერებინოს.

„თეთნულდელები“ ძმებივით არიან ჩვენთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ველით მათ დამავანდისა და შაჰდადის ულამაზესი უდაბნოს დასალაშქრად,“-განაცხადა შარამმა.

„თეთრნულდის“ წევრის ირაკლი ჯულაყიძის თქმით, ქართველებისა და ფერეიდნელი ქართველების ურთიერთობა ორმხრივ სურვილზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჯულაყიძე თვლის, რომ საქართველოსადმი დაინტერესებას მხოლოდ ფერეიდნელი ქართველები არ უნდა იჩენდნენ და ქართველების მხრიდანაც უნდა არსებობდეს მათთან ურთიერთობის სურვილი.

„როცა ფერეიდანში ჩავედი, განძივით მექცეოდნენ. ყველგან წამიყვანეს და ყველაფერი მანახეს. მშობლიურ ენაზე კარგად საუბრობენ. საქართველოში ჩამოსვლა ყველა მათგანის ოცნებაა. ქართველების მხრიდანაც უნდა იყოს დაინტერესება. ისინი თუ ჩამოდიან, ჩვენც უნდა ჩავიდეთ. გავიგოთ და ვნახოთ როგორ მოახერხეს ინტეგრაცია უცხო ქვეყანაში და როგორც ცხოვრობენ 4 საუკუნის წინ ირანში გადასახლებული ქართველები,“-ამბობს ჯულაყიძე.

ყველა ფერეიდნელის მსგავსად, შარამის ოცნებაც იგივეა, სურს საქართველოს ნახვა. სამშობლოში დასაბრუნებლად კი ბევრი მიზეზი აქვს. მისი სურვილია შეისწავლოს და მოინახულოს სამშობლო, გახდეს მისი ნაწილი და უფრო ხშირად შეხვდეს მეგობრებს, რომლებიც საქართველოში ჰყავს.

„ისევე, როგორც ყველა ფერეიდნელი, მეც სამშობლოში დაბრუნებაზე ვოცნებობ. სამწუხაროდ, ამის პირობები ჯერ არ არის. მინდა საქართველო ისეთი იყოს, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით.
სამშობლოში ჩემი 4 საუკუნის წინ დაკარგული და-ინგა ონიკაძე გავიცანი,“- ამბობს შარამი.

ფერეიდნელი ქართველები იმის კარგ მაგალითს წარმოადგენენ, როგორ შეიძლება ინტეგრირდე სხვა ქვეყანაში, იცოდე მათი ენა და ტრადიციები, ისე რომ, შენი სახლიდან იმ სამშობლოს ენა ისმოდეს, საიდანაც 400 წლის წინ გადაგასახლეს.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 3207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე ის ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელიც კლუბის წევრებმა ირანში მოგზაურობის დროს გადაიღეს.
ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ 'თეთნულდის' წევრები ირანში იმყოფებოდნენ, სადაც იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ და
პროფესიით ისტორიკოსი ქართულ-ირანული ურთიერთობების შესწავლითაა დაინტერესებული.

ამინდი