Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანი მამა:პრემიერთან შეხვედრას ვითხოვდი, რის გამოც პოლიციელებმა კორპუსის სხვენში ჩამკეტეს

თარიღი : 19-07-2016, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე აცხადებს, რომ მას ქვეყნის პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. გვეტაძე პრემიერთან შეხვედრას იმ დროს ითხოვდა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან, იმერეთის რეგიონის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ასახელებდა.

დავით გვეტაძის თქმით, სამართალდამცავებმა ის წაიყვანეს და ახლომდებარე კორპუსის სხვენში ღონისძიების დასრულებამდე ჩაკეტეს.

"გამომიშვეს, როდესაც ღონისძიება დასრულდა და ხალხი წავიდა. მეუბნებოდნენ, რატომ გინდოდა ღონისძიების ჩაშლაო?," - აცხადებს მრავალშვილიანი მამა.

გვეტაძე გიორგი კვირიკაშვილისაგან დახმარებას ითხოვდა. როგორც მრავალშვილიანი მამა განმარტავს, საცხოვრებელი სახლი არ აქვს, რის გამოც ღამეს სადარბაზოში ათევს.

დავით გვეტაძის ბრალდებასთან დაკავშირებით Topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრში განმარტავენ, რომ "მსგავს ფაქტს, რომ სამართალდამცავებს ვინმე ჩაეკეტოთ, ცხადია არ ვადასტურებთ".


ნანახია: 4025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის პრემიერი ქუთაისში იმყოფება და მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს.
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით
5 შვილის მამის დავით გვეტაძის თქმით, ქალაქის მერია მათ არ ეხმარება, რის გამოც მრავალშვილიანი ოჯახები უკიდურეს გაჭირვებაში
სოციალურად დაუცველი მამაკაცის განცხადებით, ქუთაისის მერი მას თვეებია, დახმარებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.
გვეტაძე რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან ზის, აცხადებს, რომ არავის გატარებას არ აპირებს, ვიდრე დეპუტატები მის