Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იპოვე შენი თავისუფლება'-'მწვანე ფესტივალი' ცაგერში

თარიღი : 19-07-2016, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ელექტრონული და ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის ცაგერში "მწვანე ფესტივალი" გაიმართება.

ღონისძიება 25 - 26 ივლისს ჩატარდება, რომლის მიზანსაც ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციით მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.

"მწვანე ფესტივალი" ცაგერიდან, ,,მწვანე თეატრიდან" დაიწყება და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოივლის.

ფესტივალის ფარგლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები იმღერებენ (რობი კუხიანიძე, გაგა - ფრანი ჩიხლაძე, ლაშა დადეშქელიანი, Band E Roll, DJ ZAPA). საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება.

,,მსგავსი ფესტივალი ცაგერში პირველად ტარდება. ორი დღის განმავლობაში ფესტივალზე მოსულ ადამიანებს დაუვიწყარ საღამოებს ვპირდებით. ბუნებისა და მუსიკის საოცარი სინთეზი ადამიანებს საშუალებას მისცემს, იპოვონ საკუთარი თავისუფლება. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის ,,იპოვე შენი თავისუფლება," - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ ფანჯარაძე.

ღონისძიების მხარდამჭერია რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნია, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბარ - რესტორანი "პალატი" და "პრო მოციონ ჯორჯია".
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


ნანახია: 1894-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა.
ქუთაისიდან ფესტივალზე უფასო ავტობუსები იმოძრავებს
წყალტუბოს ელექტრონული მუსიკის საღამოზე, რომელიც 21:00 საათზე გაიხსნება, მსურველებს დასწრება უფასოდ შეეძლებათ.
თბილისი პირველ მწვანე ფესტივალს უმასპინძლებს.

ამინდი