Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებაზე საჯარო მოხელეებს წასვლას აიძულებენ

თარიღი : 18-07-2016, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე საჯარო მოხელეებს დასწრებას აიძულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძე ავრცელებს.

,,დღეს ქუთაისში 20:00 საათზე ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენა მოხდება. ქუთაისის ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები, ა(ა)იპების ხელმძღვანელები და სახელმწიფო სამსახურში დასქმებული ჩინოვნიკები აიძულებენ თანამშრომლებს მივიდნენ ამ შეხვედრაზე. იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან გვიკავშირდებიან ადამიანები, რომელთა ვინაობასაც შეგნებულად არ დავასახელებთ, რომლებიც აიძულეს ქუთაისში წამოსულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დაატოვებინებდნენ,"-ამბობს ხონელიძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების მიზნით საჯარო მოხელეთა იძულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"არავინ არავის არაფერს აიძულებს. დასწრება თავისუფალია და 6 საათის შემდეგ, სააჯრო მოხელეს რაც უნდა მას გააკეთებს," - აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 2538-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის ააიპებსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულებისათვის წარდგენაზე ხალხის მიყვანა პარტიული დავალებაა.
Topnews.com.ge-სთან საუბარში ჭიღვარია განმარტავს, რომ 18 ივლისს, კანდიდატების წარგენაზე შეიძლკება ნებისმიერი კანდიდატი დასახელდეს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, საჯარო მოსამსახურეებმა პარტიის შტაბში 20-კაციანი სიები უნდა მიიტანონ.
მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე მისული მხარდამჭერების განმარტებით, ისინი 15 ივნიის ყველაზე საიმედო პოლიტიკურ გაერთიანებას
მმართველი გუნდის კანდიდატების წარდგენის ახალი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
როდის აპირებენ მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალურად წარდგენას პოლიტიკური პარტიები? Topnews.com.ge აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური

ამინდი