'დამირეკეს, ჩამოდი და დავილაპარაკოთო',-ომარ ნიშნიანიძე 'ოცნებისგან' პასუხის მოლოდინშია

"მოლოდინი მაქვს ძალიან კარგი," - აცხადებს პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ქართული ოცნების" სახელით ელოდება, ამბობს, რომ მმართველი პარტია მასზე უარს არ იტყვის.
"ქართული ოცნება" იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ქუთაისში, 18 ივლისს, 20:00 საათზე გეგმავს. ამ დროისათვის უცნობია, სკანდალური განცხადებებით ცნობილი დეპუტატი ნიშნიანიძე იქნება თუ არა "ოცნების" გუნდსა და სიაში. ნიშნიანიძემ Topnews.com.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად თბილისში მიდის.
"მოლოდინის რეჟიმში ვარ. ახლა მივდივარ თბილისში ამბის გასაგებად. გზაში ვარ. დამირეკეს, ჩამოდი და დავილაპარაკოთო. მოლოდინი მაქვს ძალიან კარგი," - ამბობს დეპუტატი.