Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენს შეადგენს პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

თარიღი : 17-07-2016, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით – 180 ლარამდე გაიზარდა. წინასაარჩევნოდ კი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან ყველაზე ხშირად პენსიის მომატების დაპირება ისმის.

როგორ ცხოვრობენ პენსიონერები სხვა ქვეყნებში და რით განსხვავდება საქართველოს საპენსიო სისტემა ევროპულისგან.

ესტონეთი

საშუალო პენსია: 440 დოლარი
ესტონეთის საპენსიო სისტემა სამი დონისგან შედგება: სახელმწიფო პენსია, სავალდებულო დაგროვებითი და დამატებითი დაგროვებითი პენსიისგან.
ესტონელები პენსიაზე 63 წლის ასაკში გადიან. ესტონეთში ყველა დასაქმებული ხელფასიდან საპენსიო ფონდში ანაზღაურების 20%-ს იხდის, 2%-ს კი დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე. თავის მხრივ, სახელმწიფო ამ თანხას 4%-ს უმატებს. მაგალითად, თუ ესტონეთის მოქალაქის ხელფასი 1000 ევრო, 200 ევროს საპენსიო ფონდში იხდის, 20 ევროს საკუთარი დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე, 40 ევროს კი ყოველთვიურად ამ ანგარიშზე სახელმწიფო ურიცხავს.ქვეყანაში მოქმედი კანონით, მოქალაქეს თავდაპირველად შეუძლია სახელმწიფო პენსიაზე გასვლა, მოგვიანებით კი სავალდებულო დაგროვებით პენსიაზე, ან პირიქით.

ბელორუსი

საშუალო პენსია: 134 დოლარი
ბელორუსში, სადაც ქვეყნის მოსახლეობა 9,5 მილიონი ადამიანია, ყოველი მეოთხე პენსიონერია. ბელორუსის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, საშუალო პენსია 134 დოლარია.პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერა საპენსიო ასაკის 3 წლით გაზრდას. მანამდე ბელორუსში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლით, ქალბატონებისთვის კი 55 წლით განისაზღვრებოდა.

რუსეთი
საშუალო პენსია: 195,7 დოლარი
რუსეთში საშუალო პენსია დღევანდელი კურსით დაახლოებით 195,7 დოლარია. ქვეყანაში,, რომლის მოსახლეობა 146 მილიონია, 42,7 მილიონი პენსიონერია.

პოლონეთი

საშუალო პენსია: 413 დოლარი
პოლონეთში მამაკაცები პენსიაზე 65 წლის ასაკში გადიან, ქალები კი 60 წლის ასაკში. ქვეყანაში უკვე მიიღეს კანონი, რომელის თანახმად, 2040 წლამდე თანდათანობით მოხდება საპენსიო ასაკის გაზრდა და ქალებიცა და კაცებიც პენსიაზე 67 წლის ასაკში გავლენს. პენსია საშუალო ანაზღაურების 60%-ს უდრის.
პოლონეთში საპენსიო სისტემის რამდენიმე დონეა, დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

საფრანგეთი

საშუალო პენსია: 1 142 დოლარი
საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 2013 წელს გატარდა. რეფორმის შედეგად, ფრანგემა საპენსიო ასაკი და საპენსიო ფონდში შენატანი გაზარდეს.
მიმდინარე წელს ქვეყანაში საშუალო პენსია 1 142 დოლარამდე გაიზარდა.

აშშ
საშუალო პენსია: 1 200 დოლარი
აშშ-ში აქტიურად მოქმედებს არასახელმწიფო საპენსიო ფონდები, რომელიც რამდენჯერმე ზრდის საპენსიო შემოსავალს. პენსიონერები ხელფასის თითქმის 44%-ს იღებენ. მათ, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვთ, სახელმწიფო დამატებით უხდის მინიმალური პენსიის დონემზე – ერთ ადამიანზე 733 დოლარს, ცოლ-ქმარზე კი 1 100 დოლარს.

ჩინეთი
საშუალო პენსია: 160 დოლარი
ჩინეთში სახელმწიფოსგან დახმარებას ყველა პენსიონერი ვერ იღებს. თავდაპირველად სახელმწიფო პენსია მხოლოდ ჩინოვნიკებსა და სახელმწიფო კომპანიის მუშაკებისთვის იყო გათვლილი. 2007 წელს სახელმწიფო პენსიას ჩინელების 30% იღებდა, 2012 წელს კი ქვეყნის მოსახლეობის 55%.ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 14% 60 წელს გადაცილებულია. კერძო კომპანიებში დასაქმებულები ხელფასის თითქმის 12%-ს საპენსიო ფონდში იხდიან, აქედან 9%-ს თავად დასაქმებულები, 3%-ს კი დამსაქმებელი. ჩინეთში საპენსიო ასაკი 60 წლით განისაზღვრება.



bfm.ge


ნანახია: 2302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პენსიის ზრდა ყველა პენსიონერს შეეხება.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია ჯამში 50 ლარით გაიზარდა, თუმცა გარდა პენსიისა, მთავრობამ სხვა ბევრი სოციალური პროექტი

ამინდი