Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კაცი ბჭობდა და ბიძინა იცინოდაო...

თარიღი : 17-07-2016, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.

"კაცი ბჭობდა და ბიძინა იცინოდაო...

მოკლედ ძალიან მაგარი ამბების მომსწრე და მონაწილე ვხდებით, „ნებსით თუ უნებლიედ“. არჩევნების ტემპერატურის მატებასთან ერთად (კლიმატურ ტემპერატურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ადამიანებში მოთმინებისა და ნერვების მოთოკვის იმუნიტეტი უკუპროპორციულად მოქმედებს. უკვე თითქმის ერთი თვეა იმერეთში თავად კანდიდატები (ნუ სხვები რომ ბჭობდნენ რა გასაკვირია) ბჭობენ, იქნებიან თუ არა თავიანთი ქალაქებისა და რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები. ამ მხრივ განსაკუთრებულად საინტერესო პერსონად მოქმედი პარლამენტარები ომარ ნიშნიანიძე და დავით ლორთქიფანიძე გამოირჩევიან. მკითხევლს არ დასჭირდება ამ დეპუტატების გაცნობა, რადგან ისინი ფართო საზოგადოებამ კარგად გაიცნო- პირველი ქუთაიში პორტის აშენებისა და მიწისქვეშა ტურიზმის სახელით, ხოლო მეორე დამსხვრეული „აჩკებითა“ და შემოხეული პიჯაკით.

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, არც შუაღამე იწვის და არც დნება. უბრალოდ, როცა ეს აზრები დღის სინათლეს იხილავენ, მალევე ალბათ ყველაფერი გაცხადდება, მაგრამ მანამდე ძალიან საინტერესოა ის დინამიკა რაც ამ კანდიდატების „ყოფნა არყოფნის“ მიჯნაზე ხდება.

დავით ლორთქიფანიძე ძალიან „თავშეკავებული“ აღმოჩნდა მის შეფასებაში. ვანსა და ხონში გაზომეს ჩემი კანდიდატურაო (?), როგორ გაზომეს ან რამხელაა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცნობილია ის რომ დატესტვამ მის სასარგებლოდ იმუშავა. როგორც თვითონ განაცხადა ამ ორ რაიონში მასზე უკეთესი ვერ მოიძებნა და ხალხი ითხოვს უალტერნატივო კანდიდატს!

გაცილებით მძიმე (და შეიძლება ითქვას უმძიმესი) მდგომარეობაა ომარ ნიშნიანიძესთან. მან უკვე მეორედ გააჟღერა (ზედიზედ!) მუქარა მმართველი პარტიის მისამართით.“იქნება და არ დამასახელონ მაჟორიტარად, მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ, მიწას ცხვირით ვახნევინებ თქვენს კანდიდატს“- ეს გახლავთ არაზუსტი ციტატა ბატონი ომარის მუქარიდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო და პროგნოზ-ანალიზები არ ვაკეთო, ჩემი დასკვნა სათაურშივე დავწერე. აბა არ დამზარდეთ და kიდევ ერთხელ აჰკარით თვალი ამ სტატიის სათაურს".

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.


ნანახია: 2736-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი