Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ახალგაზრდებს გართობისთვის არ უნდა იჭერდნენ'-გირჩის ლიდერები ქუთისელ ამომრჩეველს შეხვდნენ

თარიღი : 16-07-2016, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge

"ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირჩის" ლიდერები ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ახალი პოლიტიკური ცენტრის" წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვებზე ისაუბრეს. მთავარი აქცენტი კი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, განათლების სისტემისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გააკეთეს.

"არ მინდა, ჩემი შვილი ისეთ ქვეყანაში გაიზარდოს, როგორშიც მე. სოციალურად დაუცველ ადამიანებს სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და ახალგაზრდები გართობის გამო არ უნდა დაიჭიროს,"-განაცხადა "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ნათელა ნოზაძემ ჯაფარიძეს სიტყვით მიმართა და პოლიტიკურ მოძრაობაში ნიჭიერი ახალგაზრდების მიღებისკენ მოუწოდა.

"პარტიაში ისეთი ნიჭიერი და პატიოსანი ახალგაზრდები უნდა იყვნენ, თავისას რომ გაიხდიან და ხალხს ჩააცმევენ. ასეთი ადამიანი საზოგადოებას არასდროს უღალატებს,"-აღნიშნა ნოზაძემ.

ცნობისთვის, "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" მონაწილეობას 8 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1815-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.
ოფისების გახნას ზურაბ ჯაფარიძე და "გირჩის" სხვა ლიდერები დაესწრებიან.
იმერეთში 'ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის' მორიგი ოფისი გაიხსნა.
ოფისის გახსნას პარტიის პოლიტიკური ცენტრის ლიდერები დაესწრებიან.
„გირჩის" ოფისში გაიმართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გადასახედების შემცირებასა და სოციალური დახმარების სისტემის
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ლიდერები იმერეთის რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ამინდი