Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ გამოიყურება ადგილი, საიდანაც სამტრედიის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება

თარიღი : 15-07-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის დახარჯული 174 443 ლარი და მოტყუებული მოსახლეობა," -აღნიშნული სახელწოდებით ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია აქვეყნებს.

"მოსახლეობის არაერთგზის დაინფიცირების შემდეგ, აუცილებელი გახდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების თემში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 174 443 ლარი დაიხარჯა. აქედან, საქლორატორო შენობა-ნაგებობის მოწყობა 19 065 ლარი დაჯდა. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ გაფილტრული და დაქლორილი წყალი მიეწოდება. სინამდვილეში როგორ გამოიყურება დასრულებული და ექსპლოატაციაში შესული ობიექტი, განსჯა თქვენთვის მოგვინდვია," - ნათქვამია ინფორმაციაში.
http://www.picz.ge/img/s1/1607/15/c/c1971f78a03e.jpg

http://www.picz.ge/img/s4/1607/15/d/dbdee9ee2eb0.jpg

http://www.picz.ge/img/s2/1607/15/9/956a868bce14.jpg

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სოფელ ტოლების თემში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია და არც მოსახლეობის დაინფიცირების საფრთხე არსებობს.

"ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. რადმენიმე მილიონი სჭირდება ტოლების თემში წყლის სისტემის სრულად რეაბილიტაციას. ჩვენ ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოვახდინეთ და ძველი, რკინის მილები შევცვალეთ. გასულ წელს იყო მოსახლეობის მოწამლვის ფაქტი, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია. მთებში ავზები შემოვღობეთ, ამიტომ, შეუძლებელია იქ პირუტყვი შევიდეს. ტოლების თემში მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფილია. მხოლოდ ერთი, ქორეის უბანში 20-მდე მოსახლეა, რომელთაც წყალი შეფერხებით მიეწოდებათ, თუმცა მოსახლეობას ჭები აქვს და იმით სარგებლობენ," - აცხადებეს ვალერი ფოცხვერია.


ნანახია: 1952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასმელი წყლით მოწამლულთა ნაწილი რაიონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტს 1 400 000 ლარი გამოეყო.
ადგილობრივების თქმით, მათ ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც მოსახლოება სისტემატიურად იწამლება.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.