Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირი, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თარიღი : 15-07-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ირაკლი შენგელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ს.თ.-ს ინტერესებს იცავდა. ს.თ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი ან მეტი პირის მიმართ და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებაში.

"საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის პროცესში ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მისი პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანინიერებასთან და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, პროკურორმა ასევე ვერ შეძლო წარმოედგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ს.თ.-ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაცვის მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. მხოლოდ ირბი მტკიცებულება ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, თუ არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში, რომელიც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი შენგელია.

საბოლოოდ ადვოკატ ირაკლი შენგელიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და ს.თ. უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


ნანახია: 2138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და
მსჯავრდებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.
აღნიშნულ მოქალაქეს ბრალი ედებოდა მობილური ტელეფონის ქურდობასა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებაში. იმ პერიოდისათვის
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
მ.ნ.-მ გარკევეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, თუმცა პრობაციის
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის საინტერესო, რომ რომ მის
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სააგენტოს კვალიაშვილის ახლობლებმა მიაწოდეს.

ამინდი