Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ისეთ პროდუქციას გამოვუშვებთ, მისი ადგილობრივ ბაზარზე მინიმალურ ფასად გაყიდვა შემენანება"

თარიღი : 14-07-2016, 20:11 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია პაატა აბჟანდაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმოს დირექტორია.

სამი ადამიანისგან შემდგარმა ამხანაგობა ,,ძევრის მერქანმა“ პროგრამის -"აწარმოე საქართველოში“-ს საშუალებით, 15 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა და მანამდე არსებული მცირე საწარმოს გაფართოვება შეძლო. როგორც საწარმოს დირექტორი პაატა აბჟანდაძე ამბობს, მანამდე მხოლოდ პირველადი გადამუშავების საამქრო-სახერხი ჰქონდათ და ამხანაგობა ,,ძევრის მერქანი“-ც ამავე ბაზაზე შეიქმნა.

პაატა აბჟანდაძის თქმით, მსგავსი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დასავლეთ საქართველოში არ არის, რადგანაც დანადგარები თურქულ-იტალიურია. კომპანია ასევე ფლობს რამდენიმე ისეთ ხელსაწყოს, რომელთა საშუალებითაც უცხო და ორიგინალური დიზაინის მასალის მიღებაა შესაძლებელი არა მარტო პარკეტის, არამედ ინტერიერის დიზაინისთვისაც. მისივე თქმით, მათი დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია 4სმ-დან 15სმ სისქის პარკეტის მიღება. როგორც პაატა აბჟანდაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, დღეს ბაზარზე არსებული სხვა საწარმო-დანადგარები მსგავსი ხარისხით დამზადებულ პროდუქტს ვერ სთავაზობენ მოსახლეობას. პარკეტის საწარმოში ხის გადამამუშავებელი დანადგარების გარდა, აქვთ სახარში დანადგარიც, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ხარისხისა და შეფერილობის პარკეტის დამზადებას.
http://www.picz.ge/img/s3/1607/14/c/c5739802e39a.jpg


,,ჩვენთან დამზადდება პარკეტი ყველა გემოვნების ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება მასალას, იქნება აკაციის, მუხის, წიფლისა და კაკლის, თითოეული სხვადასხვა დამუშავებისა და ხარისხის, მყიდველის მოთხოვნიდან გამომდინარე. აკაციის პარკეტის ხარშვის დღეები 2-დან 9 დღე-ღამის ჩათვლით განისაზღვრება და ამის მიხედვით ვღებულობთ მათ შეფერილობასაც. ვაპირებთ, ჩვენთან მოსულ მყიდველებს ადგილზევე დავახვედროთ დაფა, სადაც თავად ნახავენ პარკეტის შეფერილობას ხარშვის დღეების მიხედვით. რაც შეეხება მუხას, ის დამზადდება მოუხარშავად, მაგრამ ასევე, მინდა ჩავატარო ექსპერიმენტი და მოსახლეობას შევთავაზო გამოხარშული მუხის პარკეტი, რაც კიდევ ერთი სიახლე იქნება ბაზარზე," -განაცხადა პაატა აბჟანდაძემ.

ამხანაგობა ,,ძევრის მერქანის“ დირექტორის თქმით, ამ დროისთვის მათ საკუთარი ხე-ტყის ფონდი არ აქვთ და დამოკიდებულნი არიან მოსახლეობაზე, რომლებიც საკუთრებაში არსებულ ტყეებს ჰყიდიან. თუმცა, სამომავლო გეგმებში საკუთარი ტყის ფონდის შექმნაც შედის.

,,თუ კი იქნება შესაძლებელი და შეღავათიან ფასებში მოგვცემენ თავისუფალ მიწებს, ჩვენ გავაშენებთ სწრაფ მზარდ აკაციის ჯიშებს, რომლებიც 5 წელიწადში გამოსაყენებლად უკვე ვარგისია,"- განაცხადა პაატა აბჟანდაძემ.

მისივე თქმით, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების მიუხედავად, პროდუქციის ფასები აბსოლუტურად მისაღები იქნება ადგილობრივი ბაზრისათვის.

,,ჯერჯერობით არ გვაქვს ხე-ტყის საკმარისი მარაგი და ვმუშაობთ ამ საკითხზე. მისი დაგროვების შემდეგ, უკვე დავიწყებთ რეალიზაციაზე ფიქრს. მასიური გაყიდვისთვის შედარებით შეღავათიანი ფასი ექნება წიფლის პარკეტს, რომლის ფასიც 1კვ მეტრის 15-დან 30 ლარამდე იქნება. ამ მასალის შემოტანას სვანეთიდან ვგეგმავთ. რაც შეეხება აკაციას, პირველი ხარისხის პარკეტის ღირებულება 70$ იქნება, როგორადაც იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ფასი ნელ-ნელა დაიწევს ხარისხების მიხედვით. ხოლო მუხის პარკეტის ღირებულება 5-10$-ით ჩამორჩება აკაციის პარკეტის ღირებულებას,"- განაცხადა პაატა აბჟანდაძემ.

ამხანაგობა ,,ძევრის მერრქანი" ხის მასალის მარაგის დაგროვების შემდეგ დამუშავებული პროდუქციის საზღვარგარეთ გატანასაც გეგმავს.

,,უცხოეთში ძირითადად აკაციის გატანა გვინდა. ამჟამად მოლაპარაკებები დაწყებულია ბელორუსიაში, გერმანიასა და რუსეთში. ველოდებით საჭირო რაოდენობის მარაგის დაგროვებას, რადგანაც მაგალითად, მუხას 45 დღე სჭირდება გამოსაშრობად. გამართული მუშაობის პირობებში საწარმოს შეეძლება 600-700კვ. პარკეტის დამუშავება თვის განმავლობაში რაც ვფიქრობთ, საკმარისი იქნება როგორც ადგილობრივი ბაზრისათვის, ისე ექსპორტისთვისაც. ისეთ პროდუქციას გამოვუშვებთ, მისი ადგილობრივ ბაზარზე მინიმალურ ფასად გაყიდვა შემენანება,"- განაცხადა პაატა აბჟანდაძემ.

მისივე თქმით, კომპანიას შეკვეთილი აქვს კაკლის ხის გადამამუშავებელი დანადგარებიც, რომლითაც დაამზადებენ ავეჯს და თოფის ,,კონდახებს“. აღნიშნული პროდუქციით უკვე დაინტერესებულნი არიან იტალიელი ბიზნესმენები. კაკლის ხეების მოსაპოვებლად კი, ამხანაგობა ,,ძევრის მერქანში" დამატებით 5 კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება.
ამჟამად საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი. კომპანიის დირექტორის პაატა აბჟანდაძის თქმით, საბოლოოდ იგემება 25 კაციანი ამხანაგობის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის პროდუქციის ფართო მაშტაბით პოპულარიზაცია და საკუთარი კატალოგის შექმნა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ამხანაგობა ,,ძევრის მერქანის“ მიერ დამუშავებულ თითოეული პროდუქტზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2977-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 12 ადგილობრივი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 10-13 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
სააგენტო რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას ინფორმაციას ბაზარზე არსებული სიახლეების თუ პრობლემების შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ