Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჯეოსელი', როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, აბონენტებს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს'

თარიღი : 14-07-2016, 15:02 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას ('ნუ გადაყრით ტყუილად ფულს ვითომ და ახალ ტელეფონში'-'ჯეოსელში' მეორადი ტელეფონი ახლად გაასაღეს) კომპანია "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება.

სტატიაში კომპანია "ჯეოსელის" მიმართ მოქალაქე გიორგი დათეშიძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აღნიშნავდა, რომ კომპანიაში მეორად ტელეფონებს ახლის ფასად ყიდიან. გარდა ამისა, დათეშიძე მოქალაქეებს ურჩევდა, "ჯეოსელთან" არ ეთანამშრომლათ და ტელეფონები საკუთარი ძალისხმევით ბევრად იაფად შეეძინათ.

მოცემულ თემასთან დაკავშირებით კომპანია "ჯეოსელი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ:

"აბონენტმა, რომელიც დაინტერესებული იყო IPhone 6S-ის შეძენით, მიმართა ჯეოსელის მაღაზიას ქ. ქუთაისში. იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის მაღაზიაში აბონენტისთვის სასურველი მოდელი გაყიდვაში აღარ იყო, კომპანიის კონსულტანტებმა მომხმარებელს შესთავაზეს, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, ტელეფონის მოწოდებას მოახდენდნენ ბათუმის ოფისიდან, რაზეც აღნიშნულმა პიროვნებამ თანხმობა განაცხადა. ამასთან, აბონენტმა ითხოვა ბათუმში არსებული IPhone 6S-ის იმეი კოდი, რათა ეფლის გვერდზე შეემოწმებინა ტელეფონის არსებული სტატუსი. აღსანიშნავია, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ, მომხმარებელმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ სურდა შეეძინა ტელეფონი. დაპირებისამებრ, კომპანიამ უზრუნველყო ტელეფონის ბათუმის ოფისიდან მიწოდება. აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, ტელეფონის ყიდვისას მომხმარებლის თანდასწრებით მოხდა ყუთის გახსნა და ტელეფონის ძირითადი ფუნქციების შემოწმება. შემოწმების პროცესში აბონენტმა აღნიშნა, რომ ტელეფონის დამცავი საფარის ქვეშ ჩანდა მტვრის ნაწილაკი და გამოთქვა ვარაუდი, ხომ არ შეიძლებოდა ტელეფონი ყოფილიყო მეორადი, რაზეც ჯეოსელის ოპერატორმა კვლავ განუმარტა, რომ ჯეოსელი ყიდის მხოლოდ ოფიციალურ პროდუქციას და მსგავსი რამ გამორიცხულია. ამის შემდეგ, აბონენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჯეოსელის წარმომადგენელს ნივთის ყიდვის სურვილი. შესაბამისად, აბონენტთან გაფორმდა ხელშეკრულება და მან ოფისი ყოველგვარი უკმაყოფილების გარეშე დატოვა. მოგვიანებით, აბონენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტელეფონი არის მეორადი, რადგან მწარმოებლის ვებგვერდზე ტელეფონის საგარანტიო ვადა არ ემთხვეოდა მის მიერ შეძენილი ტელეფონის საგარანტიო პირობებს. აბონენტმა მის პრეტენზიაზე „ჯეოსელისაგან“ ოფიციალური წერილობითი განმარტება არაერთხელ მიიღო. კერძოდ, მას განემარტა, რომ მის მიერ შეძენილი ტელეფონის პირველადი გააქტიურება მოხდა ტელეფონის „ჯეოსელში“ შეძენის დღეს და საგარანტიო ტალონში მითითებული პერიოდის განმავლობაში მას მსოფლიოს მასშტაბით მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ ნებისმიერ სერვის ცენტრში შეეძლო მომსახურების მიღება. აბონენტს, ასევე განემარტა, რომ როგორც მწარმოებლის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე არის აღნიშნული, ვებგვერდზე მითითებული თარიღი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალური შესყიდვის თარიღს და სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ბმულის გამოყენებით და გარკვეული პროცედურების დაცვით, დააკორექტიროს ტელეფონის შეძენის თარიღი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი საგარანტიო ტალონში დაფიქსირებულ თარიღთან.

რაც შეეხება აბონენტის არგუმენტს, რომ ტელეფონს ყიდვისას აღენიშნებოდა მტვერი, უსაფუძვლოა, რადგან დამკვიდრებული სავაჭრო ტრადიციების შესაბამისად, პროდუქტის ყიდვა ხდება მისი შემოწმების შემდეგ და თუკი მომხმარებელი ყიდვის მომენტში აღმოაჩენს რაიმე წუნს შესაძენ პროდუქციაზე, მას შეუძლია უარი განაცხადოს პროდუქტის ყიდვაზე. ამ კონკრეტულ შემთხვეაშიც, აბონენტმა ტელეფონი შეიძინა მისი შემოწმების შემდეგ და მტვერის ან სხვა რაიმე ნაკლის შემთხვევაში შეეძლო უარი ეთქვა მის ყიდვაზე.

ვინაიდან აბონენტის მიერ მოყვანილი არცერთი მტკიცებულება ტელეფონის მეორადობასთან დაკავშირებით არ დადასტურდა, მან დამატებით არგუმენტად მოიყვანა, რომ ტელეფონის კამერას ჰქონდა პრობლემა, რაც გამოიხატებოდა კამერის ჩართვისას მის სინელეში და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქარხნული წუნი. ამასთან დაკავშირებით, ჯეოსელში აბონენტს ურჩიეს, რომ ტელეფონის მდგომარეობაზე დასკვნის მისაღებად მიემართა მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრისთვის და თუკი ასეთი წუნი დადასტურდებოდა, მას არსებულ ტელეფონს შეუცვლიდნენ ახალი ტელეფონით. თუმცა, დღემდე აბონენტს ამ პრობლემით სერვის ცენტრისთვის არ მიუმართავს. როგორც სერვის ცენტრმა ჯეოსელს დაუდასტურა, აბონენტმა მათ მიმართა მხოლოდ ტელეფონის პირველადი გააქტიურების თარიღის გადასამოწმებლად, რომელიც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, იდენტურია მის მიერ ჯეოსელში ტელეფონის შეძენის თარიღისა.

"ჯეოსელი" ბაზარზე ცნობილია, როგორც მომხმარებლზე ორიენტირებული კომპანია, მომსახურების მაღალი სტანდარტებითა და ხარისხიანი პროდუქციის შეთვაზებით, რაც გამორიცხავს ზემოაღნიშნული აბონენტის „არგუმენტების“ საფუძვლიანობას,"-აცხადებენ "ჯეოსელში".


ნანახია: 1457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ჯეოსელი'-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
'პაპილონი' დაინტერესებულ მანდილოსნებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს.
საჩხერის გზატკეცილის ნომერ 6, 20 და 24 კორპუსების მცხოვრებლებმა ბუნებრივი აირი მიიღეს. გაზი სულ 30 აბონენტმა მიიღო.

ამინდი