Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომარ ნიშნიანიძე - გუნდმა თუ ხელი მკრა, თავის თავს დააბრალოს

თარიღი : 14-07-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თუ სიაში არ ვიქნები, გუნდში დავრჩები და არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას. თუ ასე მოხდა თავის თავს დააბრალონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიის ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.

ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ მას გააჩნია გამოცდილება და რესურსი, რომლითაც შეძლებს ”ქართულ ოცნებას” დაეხმაროს.

”ჯერ მე ვერ წარმომიდგენია თუ არ ვიქნები სიაში, თუ ასე მოხდა, გუნდში ყოველ შემთხვევაში დავრჩები. არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას და გუნდმა თუ ხელი მკრა თავის თავს დააბრალონ. მე ვფიქრობ, მაქვს რესურსი, ენერგია და სუფთა წარსული. შეხვედრები მქონდა გუნდში. ჩვენ ვსაუბრობთ და ლიდერებსაც ვხვდებით. უარი მე არსად გამიგია. თუმცა, ტრაგედია არც ის იქნება სიაში თუ არ ვიქნები”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

დეპუტატმა ”ქართულ ოცნებაში” ახალ სახეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „მათ იოლი გასეირნება არ ელოდებათ არჩევნებზე“ და დიდი შრომა მოუწევთ.

”ძალიან კარგი და წარმატებული ახალგაზრდები არიან. ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ ამ პერიოდში საკუთარი ცნობადობის ამაღლებას. თუმცა მათ თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ. თუ კარგი დაბალანსებული იქნება გუნდი ახალი და ძველი სახეებით, ვფიქრობ, გუნდი წარმატებული იქნება. ნებისმიერ გუნდს სჭირდება განახლება და ახალი სისხლი და კარგია, ოღონდაც ეს არ გამოვა თუ ეს დაბალანსებული არ იქნება ძველი გამოცდილი პოლიტიკოსებით. განათლება არც ჩვენ გვაკლია და თუ მათ ჰარვარდი დაამთავრეს, ჩვენ ჯავახიშვილი დავამთავრეთ წითელ დიპლომზე. ასე, რომ გვერდში დგომით წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


ნანახია: 2826-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნიშნიანიძემ განუცხადა.
ნიშნიანიძის თქმით, მას ახალი სამსახურისთვის საკმარისი რესურსი აქვს.
ნიშნიანიძის განმარტებით, მას სურს, რომ ქართულ ოცნებაში დარჩეს, თუმცა თუ მისი ადგილი პარტიაში არ იქნება, ასეთ შემთხვევაში,
კითხვაზე, სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ნიშნიანიძე პასუხობს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის, თუმცა ის ამ ეტაპზეც დასაქმებულია.
როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება.

ამინდი