'ექსტრა მითი'-ს სპონსორობით სამტრედიაში ავტორბოლა გაიმართება
თარიღი : 14-07-2016, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 17 ივლისს, სამტრედიაში, ქალაქის ცენტრში ("გალფი"-ს მიმდებარე ტერიტორია) ავტორბოლა გაიმართება. ავტორბოლას ორგანიზებას ავტო-მოტო კლუბი "იმერეთი" უწევს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო ღონისძიების ძირითადი ნაწილი 11:30 საათზე დაიწყება.
იმერეთის ჩემპიონატის მესამე ეტაპს სპონსორობას ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი" უწევს. გამარჯვებულებს საჩუქრად საწვავის ტალონები და ძრავის ზეთები გადაეცემათ.
"ავტორბოლის გამართვაზე თანხმობის მიღება ჩვენი დაუღალავი შრომითა და დიდი ძალისხმევით მოხდა. დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი სამტრედიაში ამ ღონისძიების ჩატარებაზე. 4 წლის განმავლობაში სამტრედიაში მსგავსი რამ არ გაკეთებულა. ავტორბოლის გარდა, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სამტრედიელ ავტომოყვარულებს ავტოკლუბი ექნებათ. ადგილზე ოფიციალურად იხსნება ავტო-მოტო კლუბ "იმერეთი"-ს ფილიალი," - აცხადებს ავტოკლუბის ხელმძღვანელი ნიკა სვანიძე.
ცნობისთვის, ავტო-მოტო კლუბი "იმერეთი" სამი წელია ფუნქციონირებს. კლუბის მიზანს ავტოსპორტის განვითარება წარმოადგენს.