15 ივლისს, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს შუქის მიწოდება შეეზღუდება
თარიღი : 14-07-2016, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 15 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი-3“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 07:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5800 აბონენტს ქუთაისში. ინფორმაციას ამის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"110/6 კვ ქვესადგურში “ქუთაისი 3” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება გუგუნავას, გიორგი ბრწყინვალეს, სერგი მეხის, თავისუფლების, პავლე ინგორიყვას, ლადო მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ანტონ ჩეხოვის, და-ძმა უორდროპების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, შმიდტის, ჩიქოვანის, ჟიული შარტავას, ზვიად გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს. სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.