ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ამირან ხვადაგიანს შემცვლელი მოუძებნეს
თარიღი : 14-07-2016, 10:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია. ბოტანიკურ ბაღში ამირან ხვადაგიანი გოგი ონიანმა ჩაანაცვლა. ონიანი ამ დრომდე ბოტანიკურ ბაღში მთავარი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ამირან ხვადაგიანმა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.