ტყიბულში ჩემპიონატი მინი ფეხბურთში იწყება
თარიღი : 13-07-2016, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები

20 ივლისიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთში შეჯიბრება დაიწყება.
ტურნირში მონაწილეობის მიიღება 18 წლის ასაკიდან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროექტის მიზანს მინი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.
როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, მინი-ფეხბურთში საქალაქო პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გამგეობა ფულად პრიზებს გადასცემს.
ტურნირში მონაწილე გუნდებმა განაცხადები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2016 წლის 18 ივლისამდე უნდა წარადგინონ.
შეჯიბრება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.
NS