გურამ ჩალაგაშვილს პროკურატურა ბრალსა და ნასამართლეობას უხსნის
თარიღი : 6-11-2013, 12:12 | კატეგორია: სამართალი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესები აღარ გაიმართება. პროკურატურას ჩალაგაშვილისათვის წაყენებული ბრალი და საქმის მასალები უკან მიაქვს.
ჩალაგაშვილის ადვოკატის თემურ მესხის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ვერ დაუმტკიცა.
„სახელმწიფო იყენებს თავის ექსკლუზიურ უფლებას და გურამ ჩალაგაშვილს უხსნის ბრალს და ნასამართლეობას,“ - ამბობს მესხი.
ჩალაგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით იმაში გამოიხატა, რომ ჩალაგაშვილმა ქუთაისის მახლობლად მდებარე რესტორანში ყოფნის დროს ქუთაისისაათვის შუქის გამორთვისა და ქალაქის ჩაბნელების ბრძანება გასცა.
ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოოებით 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურას სემეკის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ 102 მოწმე ჰყავდა.